ფეხბურთი

21:15 | 14.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხუან მატა: "ედენ აზარი პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ხუან მატა მიიჩნევს, რომ ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ედენ აზარია. ესპანელი ფეხბურთელი ბელგიელით აღფრთოვანებულია.

„ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? მასთან ერთად თამაში იმდენად მომწონდა, ისევე, როგორც მის წინააღმდეგ, ჩემთვის საუკეთესოა. ვგულისხმობ ედენ აზარს. ბელგიელს თამაშების მოგება მარტო შეეძლო, მასთან ერთად ვვარჯიშობდი და ვიცი, რამდენად ძლიერია. „რეალში“ ტრავმების გამო არ გაუმართლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ფორმაში შევა და თავის ნამდვილ დონეს აჩვენებს.

რა თქმა უნდა არიან სხვა ძლიერი მოთამაშეებიც პრემიერლიგის ისტორიაში. შემიძლია დავასახელო ჩემი ყოფილი თანაგუნდელი, უეინ რუნი, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი. „ჩელსიდან“ ფრენკ ლამპარდი, ჯონ ტერი, დიდიე დროგბა... ძნელია ერთის არჩევა“, - თქვა მატამ.

შეგახსენებთ, ხუან მატა ედენ აზარის თანაგუნდელი ლონდონის „ჩელსიში“ 2012-2014 წლებში იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116719