ფეხბურთი

20:38 | 14.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილი: "ქართველი ვარ, მაგრამ უკრაინის ნაკრებში თამაში მინდა"

კიევის „დინამოს“ თავდამსხმელმა გიორგი წიტაიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ნაკრებში თამაში სურს. წარმოშობით ქართველის განცხადებით, უკრაინამ უფრო მეტი მისცა, ვიდრე საქართველომ და ამიტომ იქაურ ნაკრებში თამაში უნდა.

„კიევის „დინამოში“ გავიზარდე, ყველა ასაკობრივ ნაკრებში გამომიძახეს, 21-წლამდელების ჩათვლით. ქართველი ვარ, მაგრამ უკრაინამ უფრო მეტი მომცა. უკრაინის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას დიდი ხანია ველოდები. ეს ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, რაც უფრო სწრაფად დავიწყებ სტაბილურად თამაშს, მით უფრო მალე გამომიძახებენ. ამისთვის დრო და შანსი მჭირდება, შემდეგ კი მწვრთნელებმა უნდა გადაწყვიტონ მზად ვარ თუ არა“, - განაცხადა წიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გიორგი წიტაიშვილი უკრაინის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად შესაბამის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აქვე გეტყვით, რომ გიორგი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114351