ფეხბურთი

20:07 | 13.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მათ იცოდნენ თამაშის და მოთამაშეების კონტროლი" - ფეხბურთელები, რომლებისგანაც პოგბამ ისწავლა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ პოლ სქოულზისგან და ანდრეა პირლოსგან ძალიან ბევრი ისწავლა. გარდა ამისა, ფრანგმა აღნიშნა, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნებაში დარწმუნებული იყო და ეს დედამისმა უთხრა.

„როდესაც „იუვენტუსში“ გადავედი, დედაჩემმა მითხრა, არ ინერვიულო, ერთ დღეს „მანჩესტერში“ დაბრუნდებიო და როდესაც დავბრუნდი, ნამდვილად ბედნიერი ვიყავი. იქ დავიწყე გზა დასასრულის გარეშე. მზად ვიყავი დავბრუნებულიყავი, როგორც დამკვიდრებული მოთამაშე და არა, როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა.

ძალიან ბევრი ვისწავლე პოლ სქოულზისგან და ანდრეა პირლოსგან. მათთან ერთად ვარჯიში ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ამან დიდი მოტივაცია მომცა. პირლომ და სქოულზმა იცოდნენ, როგორ ეკონტროლებინათ თამაში და სხვა ფეხბურთელები“, - აღნიშნა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ პოგბა „მანჩესტერიდან“ 2012 წელს „იუვენტუსში“ გადავიდა, ხოლო 4 წლის შემდეგ ინგლისში დაბრუნდა.

0.113936