ფეხბურთი

15:02 | 12.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

როტენი: "მბაპეს "რეალში" ტრანსფერს ხელი კორონავირუსმა შეუშალა"

ვეტერანი ფრანგი ჟერომ როტენი Radio Montecarlo-სთან საუბარში სენსაციურ ნცობას ავრცელებს. „მონაკოსა“ და პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელის განცხადებით, კილიან მბაპეს „რეალში“ გადასვლას ხელი კორონავირუსმა შეუშალა.

„კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, კლუბის შიდაწყაროებიდან ვიცი, რომ მადრიდის „რეალს“ თითქმის დასრულებული ჰქონდა პსჟ-დან კილიან მბაპეს ტრანსფერი. თუმცა ყოველივე იმის შემდეგ, რაც ხდება, მბაპეს „რეალში“ გადასვლა შეფერხდა. გამოვრიცხავ, რომ კილიანმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ორივე გუნდი შეთანხმებულია და ეს ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია“, - თქვა როტენმა.

შეგახსენებთ, მბაპე „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

0.113354