ფეხბურთი

1:59 | 12.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი: "რონალდუსთან თამაშის შემდეგ ჯონ ოშის ჟანგბადის ცილინდრი დასჭირდა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა რიო ფერდინანდმა კრიშტიანუ რონალდუსთან პირველი დაპირისპირება გაიხსენა.

ეს 2003 წლის ზაფხულში იყო, როდესაც ინგლისელები ამხანაგურ მატჩი „სპორტინგს“ დაუპირისპირდნენ, რონალდუს „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლამდე ცოტა ხნით ადრე. რიო იხსენებს, რომ სრულიად უცნობმა რონალდუმ ირლანდიელ ჯონ ოშის ცხოვრება გაუმწარა.

„2003 წელს ლისაბონის „სპორტინგს“ ვეთამაშებოდით. ჯონ ოში კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშობდა და პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ჟანგაბდის ცილინდრი დასჭირდა. ის დაშლილი იყო, ვეკითხებოდით, როგორი იყო მასთან თამაში, მაგრამ ვერც გვპასუხობდა, სუნთქვა უჭირდა.

გულწრფელად გითხრათ, მე, პოლ სქოულზი და ნიკი ბატი ვიყავით ისინი, ვინც ვამბობდით, რომ გამაგიჟებელი ბიჭი იყო და აუცილებლად უნდა გვეყიდა. ცოტა ხანში გვითხრეს, რომ ტრანსფერზე ჩვენი კლუბის წარმომადგენლები მუშაობდნენ“, - თქვა ფერდინანდმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111058