ფეხბურთი

22:40 | 11.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

აბრეუ: "სუარესი მზად იყო "ბარსელონა" დაეტოვებინა"

ურუგვაის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სებასტიან აბრეუმ განაცხადა, რომ ლუის სუარესი მზად იყო „ბარსელონას“ დასატოვებლად და „ნასიონალში“ გადასასვლელად.

„რეალური შანსი მქონდა „ნასიონალის“ მწვრთნელი გავმხდარიყავი. ასეთ შემთხვევაში ლუის სუარესი მზად იყო ურუგვაიში დასაბრუნებლად. მისთვის ეს დიდი მოტივაცია და ახალი გამოწვევა იყო“, - აღნიშნა აბრეუმ.

საბოლოოდ, „ნასიონალის“ ხელმძღვანელობამ არჩევანი ურუგვაის ნაკრების ყოფილ მეკარე გუსტავო მუნუაზე შეაჩერა, სუარესის მონტევიდეოს გუნდში ტრანსფერი არ შედგა და „ბარსელონაში“ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ აბრეუ და სუარესი თანაგუნდელები ურუგვაის ნაკრებში იყვნენ და 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებიც მოიპოვეს.

0.118006