ფეხბურთი

18:38 | 11.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოლ სქოულზი: "ჩემს კარიერაში ერთადერთხელ მქონდა წინადადება სხვა გუნდისგან"

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ პოლ სქოულზმა საკუთარი კარიერის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვა გუნდებისგან წინადადება ერთადერთხელ მიიღო. სქოულზს არ აღელვებს, რომ დიდი გუნდებისგან ინტერესი არ ჰქონდა, რადგან ის ისედაც თამაშობდა დიდ კლუბში - „მანჩესტერ იუნაიტედში“.

„სხვა გუნდებისგან წინადადება არასდროს მიმიღია, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც აგენტმა დამირეკა. ევრო 2000-ის შეკრებაზე ვიყავი ნაკრებთან ერთად, მკითხა ვიყავი თუ არა დაინტერესებული „ინტერში“ წასვლით. ეს ერთადერთი ზარი იყო ჩემს ტრანსფერზე.

ვთამაშობდი კლუბში, რომელშიც გავიზარდე და ტიტულებს ვიგებდი. არ მჭირდებოდა ფიქრი დიდ გუნდებზე, „ბარსელონაზე“, „რეალზე“ ან „მილანზე“, რადგან დიდ კლუბში უკვე ვიყავი“, - თქვა სქოულზმა BBC-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ პოლ სქოულზი "მანჩესტერში" 1993-2013 წლებში თამაშობდა და 718 მატჩში 155 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114387