ფეხბურთი

1:26 | 11.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბუფონი სპორტსმენის სიდიადეს გვიჩვენებს" - მეკარეების მწვრთნელი ჯიჯის უნიკალურობაზე საუბრობს

„იუვენტუსის“ მეკარეების მწვრთნელი კლაუდიო ფილიპი ჯანლუიჯი ბუფონს ძალიან კარგად იცნობს და ამბობს, რომ ისტორიაში საუკეთესო მეკარეა. იტალიელმა სპეციალისტმა ამის მიზეზებიც დაასახელა და მთავარ პლიუსად მენტალიტეტი დაასახელა.

„ბუფონი ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. გარდა იმისა, რომ საოცარი თვისებები აქვს, ერთადერთია, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაში მოახერხა. მას ჰქონდა კონკურენცია კანთან, ჟულიო სეზართან, დიდასთან, ნოიერთან, მაგრამ ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და სპორტსმენის სიდიადეს გვიჩვენებს. ჯიჯის საიდუმლო მენტალიტელია, უნიკალური ათლეტია. მიუხედავად იმისა, რაც მის კარიერაში მოხდა, მიუხედავად ორი სერიოზული და საშიში ტრავმისა, შეძლო უმაღლეს დონეზე დაბრუნება, რაც მის მენტალიტეტზე პირდაპირ მიგვანიშნებს“, - აღნიშნა ფილიპიმ.

შეგახსენებთ, ბუფონი პროფესიონალურ ფეხბურთში უკვე 25 წელია იმყოფება და იტალიური მედიის თანახმად, „იუვენტუსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვეტილია.

0.115798