ფეხბურთი

0:52 | 11.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "მნიშვნელოვანია, რომ ყველანი გავერთიანდეთ"

პორტუგალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ რთულ მომენტში ერთმანეთის გვერდში დგომაა საჭირო.

„ჩვენი სამყაროსთვის ამ ძალიან რთულ მომენტში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავერთიანდეთ და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს. მოდით ყველამ გავაკეთოთ ის, რაც დასახმარებლად შეგვიძლია“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი უკვე ერთი თვეა სამშობლოში იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118503