ისტორია

8:33 | 10.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

10 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973 - რობერტო კარლოსი (რობერტო კარლოს დეა სილვა). ბრაზილიის ნაკრების, “პალმეირასის,” მილანის “ინტერის,” მადრიდის “რეალისა” და “ფენერბახჩეს” მცველი. 14 წლამდე კარლოსი მოედნის შუაგულში თამაშობდა, მაგრამ მწვრთნელმა უკანა ხაზზე დასწია და მას შემდეგ მცველად გვევლინებოდა. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1997 და 1999 წლების “კოპა ამერიკის” გამარჯვებული. 1998 წლის მსოფლიოს პირველობის ფინალისტი. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი. 1998, 2000 და 2002 წლებში მადრიდის “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. “სამეფო კლუბის” რიგებში ასპარეზობის პერიოდში ორჯერ დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს (1998, 2002) და ევროპის სუპერთასს. მოპოვებული აქვს ბრაზილიისა (ორჯერ) და ესპანეთის (ოთხჯერ) ჩემპიონობა, თურქეთის სუპერთასი. ბრაზილიის ნაკრების 125 მატჩში გაიტანა 19 გოლი. რობერტო კარლოსი პელემ ყველა დროის 125 საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1887 - ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “გრონინგენი”.

1896 - სპირიდონ ლუისმა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების მარათონული გარბენი მოიგო. მან დისტანცია ორ საათსა და 58.50 წუთში გაირბინა.

1897 - ჩრდილოეთ იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში ინგლისელმა ექიმმა ჯეიმს რიჩარდსონმა ატლეტთა კლუბ “ჯენოაში” საფეხბურთო სექცია გახსნა. იტალიაში მანამდე ორი საფეხბურთო სექცია მხოლოდ ტურინში არსებობდა. ქვეყანაში სამოყვარულო და ნახევრადპროფესიული ფეხბურთის დროს (1898-1929) “ჯენოა” ცხრაჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 1937 წელს კი ეროვნული თასი მოიპოვა.

1900 - ჩილეში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “სანტიაგო ნასიონალი”. 1933 წელს ჩილეს პროფესიული ლიგის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. 1942 წელს დაეუფლა ჩილეს თასს. ამჟამად ასპარეზობს მესამე დივიზიონში.

1939 - პოლონეთის ქალაქ მილეცში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “სტალი”. 1972-83 წლებში ორჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი, მოიპოვა ვერცხლისა და სამჯერ ბრინჯაოს მედლები. “სტალის” შემადგენლობაში გამოდიოდნენ გჟეგოჟ ლიატო, ჰენრიკ კასპერჩაკი, ანჯეი შარმახი. სადღეისოდ გუნდი პოლონეთის მეოთხე საფეხბურთო დივიზიონში ასპარეზობს.

1971 - აშშ-ის წარმომადგენელი მაგიდის ჩოგბურთელები პირველად ჩავიდნენ ჩინეთში.

1985 - ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატში გამარჯვებულისთვის ახალი პრიზის 53 პროექტის განხილვის შემდეგ ჟიურიმ უპირატესობა მიანიწა სილვიო გაცანიგის ნამუშევარს. “ფიფას მსოფლიო თასი” დამზადებულია ბაჯაღლო ოქროსგან (წონა 4970 გრამი, სიმაღლე 36 სმ).

1991 - უეინ გრეცკიმ ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეიოფის მატჩებში 93-ე შაიბა გაიტანა, რაც დღემდე სარეკორდო მაჩვენებელია.

1991 - ესპანელმა მოცურავე მარტინ ზუბერომ 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:52.51).

2005 - ესპანურ დოს ერმანოსში დასრულებულ მოჭადრაკეთა მე-13 საერთაშორისო ტურნირში, ზურაბ აზმაიფარაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.

2006 - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მცველმა, ზურაბ ხიზანიშვილმა ინგლისურ “ბლექბერნ როვერსთან” 2009 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

2007 - ესპანური “სელტას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფერნანდო ვასკესი გადააყენეს.

2007 - ბერლინის “ჰერტას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფალკო გიოტცი გადააყენეს.

2008 - ინგლისელმა წყალში მყვინთავმა უილიამ თარნბრიჯმა რამდენიმე დღის წინ დამღარებული თავისივე რეკორდი გააუმჯობესა – იგი წყლის სიღრმეში 86 მეტზე დაეშვა და იქ 3 წუთსა და 20 წამს გაძლო.

2008 - უეფას თასის მეოთხედფინალში მიუნხენის “ბაიერნი” ესპანურ “ხეტაფესთან” 1:3-ს აგებდა, მატჩის ბოლო წუტზე კი ორი გოლის გატანა შეძლო.

2008 - საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარკუს ვიზერი ეწვია.

2010 - მინსკში მიმდინარე ძალოსანთა ევროპირველობაზე 94 კგ წონით კატეგორიაში პირველობა მოიპოვე პოლონეთის სახელით მოასპარეზე არსენ კასაბიევმა.

2010 - ლეგენდარული მოკრივე ევანდერ ჰოლიფილდი 47 წლის ასაკში კვლავ ავიდა პროფესიულ რინგზე. მან 12 რაუნდიან ორთაბრძოლაში ფრანსუა ბოტას სძლია და ჭBO-ს ასოციაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1932 - გურამ ჯოხაძე. ქართველი ველოსიპედისტი და მწვრთნელი. საქართველოს 22-გზის ჩემპიონი სხვადასხვა დისტანციაზე რბოლაში. 1954-56 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. იყო ველოტრეკზე მოასპარეზე საკავშირო (1966-69, 1972, 1978-81) და საქართველოს (1966-69) ნაკრებების უფროსი მწვრთნელი. საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. გურამ ჯოხაძე იყო ლეგენდარული ქართველი ველოსიპედისტის, ომარ ფხაკაძის პირადი მწვრთნელი. აღზარდა ექვსი საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და 49 სპორტის ოსტატი ველოსიპედისტი.

1932 - მაე სტარი. ამერიკელი მძლეოსანი. 100 მეტრზე ესტაფეტით სირბილში 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1942 - იან კალაგანი. ინგლისის ნაკრებისა და “ლივერპულის” ნახევარმცველი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი. განსაკუთრებით წარმატებული კარიერა “ლივერპულში” გამოსვლისას ჰქონდა. 1964, 1966, 1973, 1976 და 1977 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი. 1977 და 1978 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა, 1973 და 1976 წლებში კი უეფას თასი. ორჯერ ფლობდა ინგლისის თასს, ექვსჯერ ქვეყნის სუპერთასს. 1974 წელს დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად. საკლუბო დონეზე ჩაატარა 751 მატჩი, გაიტანა 50 გოლი.

1943 - ანჯეი ბადენსკი. პოლონელი მძლეოსანი. სამი ოლიმპიადის (1964, 1968, 1972) მონაწილე. 1964 წლის ტოკიოს საზაფხულო ოლიმპიადაზე 400 მეტრზე სირბილში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 1974 წელს პოლონეთის კომუნისტურ რეჟიმს ბოიკოტი გამოუცხადა და საცხოვრებლად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გადავიდა.

1945 - ვერა მანევიჩი. საბჭოთა ცხენოსანი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1952 - უგო ბროოსი. “ანდერლეხტისა” და “ბრიუგეს” მცველი. 1976 და 1978 წლებში მოიპოვა თასები თასი და ევროპის სუპერთასი, 1983-ში კი – უეფას თასი. ბელგიის ოთხგზის ჩემპიონი და თასის ხუთგზის მფლობელი. ბელგიის ფეხბურთელთა ნაკრებში ჩატარებული აქვს ექვსი მატჩი. წვრთნიდა “ანდერლეხტს,” “მუსკრონს,” “ბრიუგესა” და “მოლენბეკს”. 1992 და 1996 წლებში დაასახელეს ბელგიის საუკეთესო მწვრთნელად.

1968 - სტეპანკა ჰილგეროვა. ჩეხი ნიჩბოსანი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1970 - ნიკოლა კაკია. “პიაჩენცასა” და “კომოს” ფეხბურთელი.

1971 - უგო სკონოჩინი. არგენტინის კალათბურთელთა ნაკრების გამთამაშებელი (188 სმ). 2004 წლის ათენის ოლიმპიური ჩემპიონი.

  1. მარიო სტანიჩი. ხორვატიის ნაკრების, “პარმასა” და “ჩელსის” ფეხბურთელი.

1973 - რობერტო კარლოსი (რობერტო კარლოს დეა სილვა). ბრაზილიის ნაკრების, “პალმეირასის,” მილანის “ინტერის,” მადრიდის “რეალისა” და “ფენერბახჩეს” მცველი. 14 წლამდე კარლოსი მოედნის შუაგულში თამაშობდა, მაგრამ მწვრთნელმა უკანა ხაზზე დასწია და მას შემდეგ მცველად გვევლინებოდა. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1997 და 1999 წლების “კოპა ამერიკის” გამარჯვებული. 1998 წლის მსოფლიოს პირველობის ფინალისტი. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი. 1998, 2000 და 2002 წლებში მადრიდის “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. “სამეფო კლუბის” რიგებში ასპარეზობის პერიოდში ორჯერ დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს (1998, 2002) და ევროპის სუპერთასს. მოპოვებული აქვს ბრაზილიისა (ორჯერ) და ესპანეთის (ოთხჯერ) ჩემპიონობა, თურქეთის სუპერთასი. ბრაზილიის ნაკრების 125 მატჩში გაიტანა 19 გოლი. რობერტო კარლოსი პელემ ყველა დროის 125 საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელა.

1974 - გიორგი კანდელაკი. მძიმე წონით კატეგორიაში მოყვარულ მოკრივეთა შორის 1997 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1993 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. მსოფლიოს თასის გათამაშების მესამე პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992). ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური თამაშების პირველ ორ წრეში მოწინააღმდეგეები დაამარცხა, მეოთხედფინალში კი წააგო სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კუბელ, ფელიქს სავონთან. 1998 წელს გიორგი კანდელაკი პროფესიონალებში გადავიდა. WBU-ს ასოციაციის ვერსიით, 2002-03 წლებში ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული 24 ორთაბრძოლიდან ყველა მოიგო (მათ შორის 18 ნოკაუტით). 1997 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. 2002-2004 წლებში, გიორგი კანდელაკი საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. ამჟამად პროფესიონალ მოკრივეთა ასოციაციის პრეზიდენტია.

1974 - ანდრეს გულიელმინპიეტრო (გული). არგენტინელი ფეხბურთელი. “მილანისა” და “ინტერის” მოთამაშე.

1977 - კრისტიანო ძანეტი. იტალიის ნაკრების, “ფიორენტინას,” “ვენეციას,” “რეჯინას,” “კალიარის,” “რომასა” და “ინტერის” ფეხბურთელი. რომაელთა რიგებში ასპარეზობისას მოგებული აქვს სკუდეტო. მსოფლიოს 2002 და 2004 წლების ჩემპიონატების მონაწილე.

1980 - ჟაო ჟიაუი. ჩინეთის ნაკრებისა და “მიუნხენ 1860”-ის ფეხბურთელი.

1980 - ირინა ოლიენკოვა. ბელორუსი ტანმოვარჯიშე. მხატვრულ ტანვარჯიშში 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.

1981 - ვერა შიმანსკაია. რუსი ტანმოვარჯიშე. მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი.

1986 - Fფერნანდო გაგო. არგენტინის ნაკრების, “ბოკა ხუნიორსისა” და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი. 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2005 წელს გახდა 20 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი. კოპა ამერიკის ფინალისტი (2007). მოპოვებული აქვს არგენტინისა და ესპანეთის ჩემპიონობა, ესპანეთის სუპერთასი.

0.111544