ფეხბურთი

10:29 | 10.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს გუნდებმა საწვრთნელი პროცესი შესაძლოა აპრილში განაახლონ

იტალიის სერია A-ს გუნდებმა შესაძლოა შეკრება მიმდინარე თვეში დაიწყონ. ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.

სეზონის განახლებამდე ჯერ კიდევ ძალიან ადრეა, მაგრამ იტალიაში უკვე განიხილავენ ვარიანტს, რომ გუნდებმა უკეთ მოსამზადებლად საწვრთნელი პროცესი განაახლონ.

იქამდე, ყველა გუნდის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გარკვეული შეზღუდვაც იმოქმედებს. ამ ეტაპზე კონკრეტული თარიღი უცნობია.

საბოლოო გადაწყვეტილებს კლუბების ხელმძღვანელები ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს გათამაშება 26-ე ტურის შემდეგ, ზუსტად ერთი თვის წინ შეწყდა.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137686