ფეხბურთი

12:57 | 10.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ჩირო იმმობილეს დამატებას გეგმავს

რომის „ლაციოს“ თავდამსხმელი ჩირო იმმობილე შესაძლოა „ნაპოლიში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, ნეაპოლური გუნდი არკადიუშ მილიკისა და დრის მერტენსის შემცვლელს ეძებს.

ორივე ფეხბურთელი „სან პაოლოს“ დიდი ალბათობით, ზაფხულში დატოვებენ. აურელიო დე ლაურენტისს ედინსონ კავანის დაბრუნების ვარიანტიც აქვს, მაგრამ უპირატესობას იმმობილეს ანიჭებს.

ჯერჯერობით უცნობია შესაძლო ტრანსფერის ფინანსური პირობები. თუმცა, იტალიელ ფორვარდს „ლაციოში“ დარჩენით მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი აქვს, გარდა ამისა, კლაუდიო ლოტიტო მისთვის ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ იმმობილე „ლაციოში“ 2016 წლიდან თამაშობს და დღემდე 167 თამაშში 116 გოლი გაიტანა. 2019-2020 წლების სეზონში კი 33 მატჩში თავი 30-ჯერ გამოიჩინა.

0.111994