ფეხბურთი

2:01 | 10.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

როისი: "მომავალში ჩემი და მიულერისნაირი ფეხბურთელები აღარ იქნებიან"

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველის მარკო როისის განცხადებით, მისი თავი ფრანჩესკო ტოტის და დანიელე დე როსის აგონებს. გერმანელმა ხაზი ერთი კლუბის ერთგულებას და იქ გატარებულ პერიოდს გაუსვა.

როისი მიიჩნევს, რომ მომავალში ფეხბურთელების მხრიდან ერთგულება პრაქტიკულად აღარ იქნება.

„მომავალში აღარ იქნებიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მე და თომას მიულერი ვართ. ვფიქრობ, ფრანჩესკო ტოტის და დანიელე დე როსის ვგავართ. ჩემი აზრით, ფეხბურთელები, რომლებიც კლუბში 10 წელი ან უფრო დიდხანს დარჩებიან, იშვიათობა იქნება“, - თქვა როისმა.

შეგახსენებთ, მარკო როისი „დორტმუნდის“ ღირსებას 2012 წლიდან იცავს და არაერთ მაცდურ წინადადებაზე უარი თქვა. გერმანელმა „ყვითლების“ ღირსება ხსენებულ პერიოდში 266-ჯერ დაიცვა და 129 გოლის გატანა შეძლო. მანამდე კი „გლადბახის“ შემადგენლობაში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127673