ფეხბურთი

0:28 | 10.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას და ყაზაიშვილის თანაგუნდელი: "ზლატანი მთელი თამაში თანაგუნდელებს შეურაცხყოფას აყენებდა"

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელმა ფლორიან იუნგრაიტმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა. გერმანელმა 2018 წელს, „სან ხოსესა“ და „გალაქსის“ შეხვედრა გაიხსენა, როდესაც შვედის წინააღმდეგ თამაში მოუწია.

31 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ იბრაჰიმოვიჩი მთელი თამაშის განმავლობაში თანაგუნდელებს შეურაცხყოფდა.

„ვფიქრობ, ეს 2018 წელს იყო, როდესაც ზლატანის წინააღმდეგ პირველად ვთამაშობდით. ის მთელი თამაში თანაგუნდელებს შეურაცხყოფას აყენებდა, 90 წუთი ყველას უყვიროდა, ეს ნამდვილად სახალისო იყო.

თანაგუნდელებს მისი ეშინოდათ და ნამდვილად სასაცილო გახლდათ, რადგან პატარა ბავშვებს ჰგავდნენ. თუმცა, ჩვენს წინააღმდეგ არაფერი უთქვამს. საერთოდ მის წინააღმდეგ თამაში რთულია, რაც უნდა შეისწავლო მეტოქის რანგში, მასთან გამარჯვება შეუძლებელია“, - თქვა იუნგრაიტმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106149