ფეხბურთი

21:48 | 9.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინო: "ფეხბურთი მხოლოდ მაშინ დაბრუნდება, როდესაც საფრთხე აღარ იქნება"

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე ფეხბურთის დაბრუნება გამორიცხა. მსოფლიო ფეხბურთის ხელმძღვანელის განცხადებით, სანამ რისკი იარსებებს, ტურნირების განახლება დაუშვებელია.

„უპასუხისმგებლობა იქნება, რომ საფეხბურთო ტურნირები მანამდე განვაახლოთ, ვიდრე ყველაფერი 100%-ით უსაფრთხოდ არ იქნება. ახლა ჩვენ გვჭირდება სამი საკითხის გათვალისწინება, რაც პრიორიტეტია. პირველ რიგში ჯანმრთელობა, შემდეგ დავეხმაროთ ფეხბურთის საზოგადოებას ამ მომენტში, რომ უკეთეს მომავალზე ვიფიქროთ და როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან რაც შეიძლება მალე. არცერთი თამაში და არცერთი ტურნირი არ ღირს ერთი ადამიანის სიცოცხლის რისკის ფასად. ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიგვითითებს, გარდა ამისა, ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ უნდა ავირიდოთ ამ სიტუაციაში ფინანსური კრიზისი“, - აღნიშნა ინფანტინომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116516