ფეხბურთი

21:12 | 9.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020-ის ფორმატი არ შეიცვლება და იმავე ქალაქებში გაიმართება

ევრო 2020 2021 წელს თავდაპირველად დაგეგმილი ფორმატში და ქალაქებში ჩატარდება. ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.

ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულში 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება იმავე 12 ქალაქში, როგორც ეს დაგეგმილი იყო. უცვლელი დარჩება ჩემპიონატის კალენდარიც.

ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ უეფა კონსულტაციებს მასპინძელ ქვეყნებთან გაივლის და დამატებითი განცხადებები ამის შემდეგ გაკეთდება.

თეგებიევრო 2020
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123449