ფეხბურთი

20:23 | 9.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიიდან ჩეფერინს ადანაშაულებენ: "ეს უპასუხისმგებლო და კრიმინალური გადაწყვეტილება იყო"

უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინს სლოვენიის მთავარობის ხელმძღვანელი იანეს იანსა დაუპირისპირდა. ცნობილია, რომ ჩეფერინი პოლიტიკაში წასვლას გეგმავს და მან სლოვენიის ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლაში დაგვიანებულად მიღებულ ზომებში დაადანაშაულა.

პასუხმაც არ დააყოვნა და იანსა საპასუხო შეტევაზე გადავიდა. მისი განცხადებით, „ატალანტა“ – „ვალენსიას“ მატჩის ჩატარება დანაშაულია და ჩეფერინის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

„ეს უპასუხისმგებლო და კრიმინალური გადაწყვეტილება იყო. ავთენტური ბიოლოგიური ბომბი. უეფამ მატჩები ფულის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად არ გააუქმა“, - განაცხადა იანსამ.

შეგახსენებთ, „ატალანტა“ – „ვალენსიას“ შეხვედრის შესახებ აქამდეც არაერთხელ ითქვა, რომ კორონავირუსის გავრცელებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119518