ფეხბურთი

18:37 | 9.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

A Bola: მაკარიძე "სეტუბალის" დატოვების მთავარი კანდიდატია

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მაკარიძემ შესაძლოა ზაფხულში სეტუბალის „ვიტორია“ დატოვოს. გავლენიანი გამოცემა A Bola იტყობინება, რომ პორტუგალიურმა გუნდმა 22 წლის ბრაზილიელი კიპერი ლუკას პესი დაიმატა, რომელიც მაკარიძის მემკვიდრეა.

„მასზე მუშაობენ, როგორც მაკარიძის მემკვიდრეზე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, რომ სეზონის ბოლოს გუნდი დატოვოს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მაკარიძე „სეტუბალს“ 2019 წლის იანვარში შეუერთდა და მას შემდეგ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. მიმდინარე სეზონში ქართველმა პორტუგალიის ჩემპიონატში 23-ჯერ ითამაშა და 11 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

ვთქვათ ისიც, რომ გასულ ზამთარს ჩვენებურს ლისაბონის „სპორტინგს“ აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა.

0.125405