ფეხბურთი

16:59 | 9.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

არიედო ბრაიდა: "მესის "ბარსელონადან" წასვლა უტოპიაა"

„მილანისა“ და კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა ვერ ხედავს მიზეზს, რომ ლიონელ მესიმ „ბლაუგრანა“ დატოვოს. იტალიელის განცხადებით, ეს უბრალოდ უტოპიაა.

„ძნელი წარმოსადგენია მესი „ბარსელონადან“ შორს. იქ ჩავიდა, როგორც ბავშვი და ახლა უდავო მეფეა, დიდ სიყვარულს გრძნობს. ჩემი აზრით, გარკვეული თვალსაზირისთ მესის „ბარსელონადან“ წასვლა უტოპიაა.

რა თქმა უნდა, ცხოვრებაში, ისევე როგორც ფეხბურთში, არასდროს უნდა თქვა არასდროს, მაგრამ ვერ ვხედავ მისი შესაძლო წასვლის მიზეზს, „ბარსელონაში“ თავს ძალიან კარგად გრძნობს. როგორც იტალიელს მინდა, რომ რონალდუსა და მესის დუელი კიდევ ერთხლ ვიხილო, თანაც იტალიაში, მაგრამ სერიოზულად, მესი და „ბარსელონა“ ერთია“, - განაცხადა ბრაიდამ.

შეგახსენებთ, გუშინ არგენტინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესი „ინტერთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. სამხრეთ ამერიკელს „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120531