ფეხბურთი

15:28 | 9.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

უბნერის სინანული: "მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ვიმსახურებდი, 5 წუთიც მეყოფოდა"

ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა დარიო უბნერმა განაცხადა, რომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებდა. „პიაჩენცას“ ყოფილი ფორვარდის განცხადებით, იტალიის ნაკრებში 5 წუთით რომ დაეთმოთ, ბედნიერი იქნებოდა.

„ჩემი ყველაზე დიდი სინანული მსოფლიო ჩემპიონატზე ვერთამაშია. არ მინდოდა მთელი სათამაშო დრო, 5 წუთიც მეყოფოდა, ვფიქრობ, რომ ამას ვიმსახურებდი“, - აღნიშნა უბნერმა.

შეგახსენებთ, რომ დარიო უბნერი 2001-2002 წლების სეზონში 24 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა (დავიდ ტრეზეგესთან ერთად), თუმცა ჯოვანი ტრაპატონიმ 2002 წლის მუნდიალზე შემადგენლობაში არ შეიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114004