კალათბურთი

2:14 | 9.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესამე ქართველი კალათბურთელი NCAA ლიგაში

ქართველი კალათბურთელი საბა გიგიბერია NCAA-ს საკალათბურთო გუნდ „ჯორჯია ტექში“ ითამაშებს. ჩვენებურმა გუნდთან კონტრაქტი გააფორმა.

18 წლის საბა გიორგი ბეჟანიშვილისა და სანდრო მამუკელაშვილის შემდეგ სტუდენტურ ლიგაში მესამე ქართველი მოთამაშეა.

გიგიბერია საქართველოს 18-წლამდე ნაკრების წევრია და მიმდინარე სეზონში საშუალოდ 8.5 ქულას, 6 მოხსნასა და 1.5 პასს აგროვებდა, როდესაც პრეპ აკადემიის უმაღლესი სკოლის გუნდში ირჯებოდა.

0.156091