ფეხბურთი

1:47 | 9.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიოს გირაო მესიმ გადაიხადა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ რონალდინიოს გირაოს თანხა, 1.6 მილიონი ევრო გადაუხადა. აღნიშნულ ინფორმაციას არგენტინული TNT Sports-ის ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შესაბამის ანგარიშზე თანხა ბარსელონადან ჩაირიცხა და ეს მესის დამსახურებაა, რომელმაც მეგობრის დასახმარებლად სოლიდური თანხა არ დაიშურა.

შეგახსენებთ, რონალდინიომ პარაგვაის ციხეში ძმასთან ერთად 32 დღე გაატარა. ბრაზილიელი ძმები ამჟამად შინაპატიმრობაში რჩებიან, რომელსაც ასუნსიონის 4-ვარსკვლავიან სასტუმროში მოიხდიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116532