თამაშგარე

13:03 | 8.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიოს უცნაური თავისუფლება

როგორც ნავარაუდევი იყო, საბოლოოდ მაინც გასჭრა ფეხბურთის მრავალმილიონიანი ქომაგთა გილდიის სურვილმა და თხოვნამ და პარაგვაიში დაპატიმრებული ლეგენდარული ბრაზილიელი მობურთალი რონალდინიო ციხიდან გაათავისუფლეს. თუმცა ეს გათავისუფლება ცხადია არ ყოფილა უბრალო და ჩვეულებრივი ამბავი.

პარაგვაული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რონალდინიო ამ ქვეყნიდან ჯერ ვერ გავა და ეს მაშინ, როდესაც მომძლავრებული კორონავირუსის გამო პარაგვაის საზღვრები ისედაც ჩაკეტილია. ეს იგივეა დიეტაზე მყოფ კაცს მწვადის ჭამა აუკრძალო მაშინ, როდესაც იცი, რომ მჭამელი ისედაც ვერაა.

რონალდიონიოს საპატიმროში ყოფნას დიდი ამბები მოჰყვა. ლეგენდარულ მსოფლიო ჩემპიონს თანადგომა არაერთმა ცნობილმა მსახიობმა, მოდელმა, მომღერალმა და სხვა ხელობის ადამიანმა გამოუცხადა. ამ კაცის პატიმრობაზე სპეციალური კომიქსებიც კი შეიქმნა, რომელიც სხვადასხვა იუმორისტულ ჟურნალში დაიბეჭდა და როგორც ამბობენ ძალიან კარგადაც გაიყიდა.

0.122045