სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

8:14 | 8.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

8 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1955 - დაიბადა ალექსანდრე ჩივაძე. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. თბილისის “დინამოსა” (1980-87) და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი (1980-84). 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978) და თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979). საკავშირო პირველობების ვერცხლისა (1977) და სამგზის ბრინჯაოს (1976 გაზაფხული-შემოდგომა, 1981) მედლების მფლობელი. საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალისტი (1980). საკავშირო ჩემპიონატის 324 მატჩში გაიტანა 44 გოლი. ევროთასების 40 მატჩში თავის გამოჩენა ექვსჯერ მოახერხა. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. 1982 წლის მუნდიალის მონაწილე. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო მატჩების მონაწილე. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 52 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. 1980 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. შვიდჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოს” შორის (ექვსჯერ პირველ ნომრად). იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ამჟამად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. ალექსანდრე ჩივაძე ღირსებისა და FIFA-ს ორდენების კავალერია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1853 - გაიხსნა ოფიციალურად რეგისტრირებული პირველი საჭადრაკო კლუბი.

1920 - ჰოლანდიაში დაარსდა ფეხბურთელთა კლუბი “ტილბურგი”.

1941 - ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ტონი მუსტო მეცხრე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1945 - ლონდონურმა “ჩელსიმ” მეორე მსოფლიოს ომის დროინდელი უკანასკნელი ტიტული მოიგო. ინგლისის ფეხბურთელთა ლიგის თასის გათამაშების ფინალში მან “მილუოლს” სძლია.

1978 - თბილისის “დინამომ” თავისი “საჩემპიონო” სეზონის პირველ მატჩში, მოსკოვის ფეხბურთელთა კლუბი “სპარტაკი” 2:0 დაამარცხა. გოლები რამაზ შენგელიამ და დავით ყიფიანმა გაიტანეს.

1981 - თბილისის “დინამომ” თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველ ნახევარფინალურ მატჩში, როტერდამის ფეხბურთელთა გუნდს, “ფეინოორდს” 3:0 მოუგო. გოლები თენგიზ სულაქველიძემ (2) და ვლადიმერ გუცაევმა გაიტანეს. მატჩი თბილისში ჩატარდა და მას 75 ათასი მაყურებელი დაესწრო. “დინამო”: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე (ხიზანიშვილი), გუცაევი, ყიფიანი, შენგელია (ჟვანია). მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი.

1982 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბის “ნიუ იორკ რეინჯერსის” ფინელმა მოთამაშემ მიკო ლეინონენმა სტენლის თასზე ჩატარებულ შეხვედრებში საგოლო გადაცემების რეკორდული რაოდენობა, 6 შეასრულა.

1995 - სუპერმძიმეწონოსან მოკრივეთა შორის ოლივერ მაკოლმა თორმეტრაუნდიან პაექრობაში ლარი ჰოლმსი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1996 - სუპერმძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ბრუს სელდონმა შვიდრაუნდიან ორთაბრძოლაში ტონი ტაკერი დაამარცხა და ჭBA-ის ასოციაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1999 - 21 წლიანი ბრწყინვალე კარიერა დაასრულა უეინ გრეცკიმ. თავის უკანასკნელ მატჩში, მან ჰოკეის ეროვნული ლიგის სარეკორდო რაოდენობის 1962-ე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

2006 - ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” “ვაშინგტონ უიზარდსი” დაამარცხა (114:101). ქართველმა ცენტრმა 29 წუთში 16 ქულა მოაგროვა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება განახორციელა.

2007 - ბულგარეთში გამართულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე დავით ქევხიშვილმა (73 კგ), ირაკლი ცირეკიძემ (90 კგ) და ლაშა გუჯეჯიანმა (მძიმე წონა) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს.

2007 - თბილისის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა რაგბისტთა ევროპის ერთა თასის გათამაშების მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის გუნდს სძლია (98:3).

2008 - ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩებში “ლივერპულმა” “არსენალს” 4:2 (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა), “ჩელსიმ” კი “ფენერბახჩეს” 2:0 (პირველ პაექრობაში სტამბოლელებმა 2:1 იმარჯვეს) მოუგო.

2009 - ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩებში “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” “ბაიერნს” 4:0 სძლია, “ლივერპული” კი საკუთარ “ენფილდზე” “ჩელსისთან” 1:3 დამარცხდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1912 - სონია ჰენი. ლეგენდარული ნორვეგიელი სპორტსმენი და მსახიობი. ციგურებით სრიალში 1928, 1932 და 1936 წლების ზამთრის ოლიმპიადების გამარჯვებული. მსოფლიოს ათგზის ჩემპიონი.

1920 - ერიკ პაუსონი (ავსტრია). წყვილთა თანრიგში ციგურებით ფიგურულ სრიალში 1936 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1926 - ლადისლავ პავლოვიჩი. ჩეხოსლოვაკიელი (სლოვაკი) ფეხბურთელი. ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატის 347 მატჩში გაიტანა 164 გოლი. ქვეყნის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 1961 და 1964 წლებში (შესაბამისად 35 და 38 წლისა იყო). თამაშობდა 40 წლამდე.

1932 - ალბერტო რომან კალიეხო. 1950-60-იან წლებში მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი. 1962 წელს მოიპოვა თასების თასი. ესპანეთის თასის ორგზის მფლობელი.

1938 - ნიკოლაი პუზანოვი. ბიატლონში 1968 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1940 - ჯონ ჰავლიჩეკი. “ბოსტონ სელტიკსის” კალათბურთელი. რვაჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “დიდების დარბაზის” წევრი.

1943 - ებერჰარდ ფოგელი. 1960-70-იან წლებში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. ნაკრების 69 მატჩში გაიტანა 24 გოლი. 1969 წელს დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად.

1949 - ჯოზეფ როილი. 1960-80-იან წლებში გამოდიოდა “ევერტონში”. ინგლისის ჩემპიონი, ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასების მფლობელი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 232 მატჩი, გაიტანა 102 გოლი. “ევერტონის” რიგებში პირველად ითამაშა 16 წლისა და 282 დღის ასაკში. ამ მაჩვენებლით საკლუბო რეკორდის მფლობელია.

1950 - გჟეგოჟ ლიატო. პოლონეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 1974 და 1982 წლების მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი. 1974 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი. 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. პოლონეთის ნაკრების 104 მატჩში გაიტანა 45 გოლი. საკლუბო დონეზე ჩაატარა 404 შეხვედრა, გაიტანა 144 გოლი. გამოდიოდა პოლონურ “სტალში”, ბელგიის “ლოკერენსა” და მექსიკის “ატლანტეში”. 1973 და 1975 წლებში გახდა პოლონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. 1974 და 1977 წლებში დაასახელეს პოლონეთის საუკეთესო სპორტსმენად, 1974-ში – ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად.

1953 - ოსკარ ორტისი. მეოცე საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევარში გამოდიოდა არგენტინის ნაკრებში. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი. ტურნირზე ჩაატარა 6 მატჩი. ნაკრების რიგებში ჩაატარა 23 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “სან ლორენსოში”, “რივერ პლეიტში” და “ინდეპენდიენტეში”. არგენტინის რვაგზის ჩემპიონი.

1955 - ალექსანდრე ჩივაძე. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. თბილისის “დინამოსა” (1980-87) და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი (1980-84). 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978) და თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979). საკავშირო პირველობების ვერცხლისა (1977) და სამგზის ბრინჯაოს (1976 გაზაფხული-შემოდგომა, 1981) მედლების მფლობელი. საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალისტი (1980). საკავშირო ჩემპიონატის 324 მატჩში გაიტანა 44 გოლი. ევროთასების 40 მატჩში თავის გამოჩენა ექვსჯერ მოახერხა. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. 1982 წლის მუნდიალის მონაწილე. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო მატჩების მონაწილე. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 52 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. 1980 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. შვიდჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოს” შორის (ექვსჯერ პირველ ნომრად). იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ამჟამად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. ალექსანდრე ჩივაძე ღირსებისა და FIFA-ს ორდენების კავალერია.

1966 - მაზინიო. ბრაზილიის ნაკრების, “ვასკო და გამას,” “პალმეირასის,” ფლორენციის “ფიორენტინას,” “ელჩესა” და “ალავესის” ფეხბურთელი. 1994 წლის მუნდიალის გამარჯვებული. 1999 წლის “კოპა ამერიკას” ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 36 მატჩი. ბრაზილიის ორგზის ჩემპიონი.

1975 - ოქსანა კაზაკოვა. ციგურებით ფიგურულ სრიალში 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (წყვილებში). 1996 წლის ევროპის ჩემპიონი.

1977 - ტომისლავ სოკოტა. ხორვატიის ნაკრებისა და ლისაბონის “ბენფიკას” ფეხბურთელი.

1978 - ბერნტ ჰაასი. შვეიცარიის ნაკრების, “ვესტ ბრომვიჩის,” “სანდერლენდისა” და “ბაზელის” ფეხბურთელი.

1984 - მიგელ ანხელ მოია. ესპანეთის 16 და 19 წლამდელთა ნაკრებებისა და “მალიორკას” ფეხბურთელი.

1986 - იგორ აკინფეევი. რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას მეკარე. 2005 წელს მოიპოვა უეფას თასი. ევროპის 2008 წლის პირველობის ნახევარფინალისტი. რუსეთის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი. რუსეთის სამგზის ჩემპიონი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1943 - რიჩარდ საარსი. პირველი ამერიკელი ჩოგბურთელი, რომელმაც საერთაშორისო მატჩი მოიგო. გარდაიცვალა 81 წლის ასაკში.

1978 - ფორდ სი ფრიკი. ბეისბოლის კომისარი. გარდაიცვალა 83 წლის ასაკში.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113593
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X