ფეხბურთი

12:35 | 8.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვანდამ მაქსი ლოპესს უპასუხა: "დედობრივი ყურადღება გამოვიჩინე და ბავშვები ეპიცენტრში არ წამიყვანია"

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის მაურო იკარდის მეუღლემ, ვანდა ნარამ ყოფილ ქმარს, მაქსი ლოპესს უპასუხა. ლოპესმა ვანდა იმის გამო გააკრიტიკა, რომ შვილებთან ერთად იტალიაში დაბრუნდა, კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრში და ბავშვები საფრთხის ქვეშ დააყენა.

თუმცა, ნარა ყოფილ მეუღლეს არ ეთანხმება და ამბობს, რომ იტალია მისი მეორე სამშობლოა და ამ ნაბიჯით დედობრივი ყურადღება გამოიჩინა.

„ბავშვები პანდემიის ეპიცენტრში არ წამიყვანია. მაქსიმ კარგად იცის სად ვცხოვრობთ. მე არ ვარ კომოში, მაგრამ კომოს მახლობლად მდებარე ერთ პატარა ქალაქში, სადაც ძალიან ცოტა ემთხვევაა. აქ არის ჩემი სახლი. პარიზში დროებით მოგვიწია წასვლა, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ კი გადავწყვიტეთ, რომ იტალიაში დავბრუნებულიყავით.

ჩვენ ახლა იტალიელები ვართ. თუ რამე მოხდება, მირჩევნია აქ მოხდეს, ჩემს სახლში. ჩემი ქვეყანა იტალიაა, რომელმაც მომცა და მოგვცა ის ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს. ამიტომ მსურს აქ ყოფნა. არგენტინაში დაბრუნებაც უფრო სარისკო იყო. მაქსიმ იმის ნაცვლად, რომ ბედნიერი ყოფილიყო ჩემი დედობრივი ყურადღებისთვის, გამაკრიტიკა“, - განაცხადა ვანდამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116627