ფეხბურთი

10:28 | 8.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის ყველა კლუბმა ვარჯიში განაახლა

გერმანიის ბუნდესლიგის ყველა კლუბი საწვრთნელ პროცესს მას შემდეგ პირველად დაუბრუნდა, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო.

„ბაიერნმა“ ვარჯიში სამშაბათს განაახლა, ხოლო „რეკორდმაისტერს“ სხვა გუნდებმაც მიბაძეს. თუმცა, ყველა შემთხვევაში გარკვეული რეგულაციები მოქმედებს და ფეხბურთელები ჯგუფებად არიან დაყოფილნი.

სხვათა შორის შეზღუდვები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად „შალკეს“ ერთ ჯგუფში შვიდი ფეხბურთელით ვარჯიში შეუძლია, „კიოლნს“ - რვა, „ვერდერს“ და დანარჩენებს - ოთხი მოთამაშეთ. ამ კუთხით ყველაზე შეზღუდული „აინტრახტია“, რომლის ფეხბურთელს ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და ჯგუფში მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს ვარჯიშის უფლება.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგა 13 მარტს შეწყდა და ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 30 აპრილამდე არ განახლდება.

თეგებიბუნდესლიგა
0.150721