ფეხბურთი

0:35 | 8.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რომ არა ფეხბურთი, ციხეში ან სასაფლაოზე მოვხვდებოდი" - ბრაზილიელი ფეხბურთელის გულწრფელი აღიარება

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფრანსელინო მატუზალემმა წარსული გაიხსენა და თქვა, რომ ფეხბურთმა მისი ცხოვრება გადაარჩინა. სამხრეთ ამერიკელი დარწმუნებულია, რომ უფეხბურთოდ ან ციხეში მოხვდებოდა, ან სასაფლაოზე.

„ამას არ დავმალავ: „ვიტორია ბაიაში“ რომ არ ავეყვანე, ჩემი მეგობრების ბედს გავიზიარებდი და ციხეში ან სასაფლაოზე ვიქნებოდი. მე ღარიბ უბანში გავიზარდე, სადაც დღის წესრიგში ნარკოტიკი და დანაშაული იყო.

იტალიაში გატარებული პერიოდი? როდესაც პირველად ბაჯო ვნახე, ტირილი დავიწყე. ის ჩემთვის ლეგენდა იყო, 1994 წლის მუნდიალის ფინალის დროს მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. ის და რონალდინიო, რომელთანაც ერთად ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი, ყველაზე დიდი ფეხბურთელები არიან, რომელთა გვერდით მითამაშია“, თქვა მატუზალემმა.

აქვე გეტყვით, რომ ფრანსელინო მატუზალემს არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის „ნაპოლიში“, „პარმაში“, „ბრეშაში“, „შახტარში“, „სარაგოსაში“, „ლაციოში“, „ჯენოაში“, „ბოლონიასა“ და „ვერონაში“. რობერტო ბაჯოს თანაგუნდელი კი „ბრეშაში“ 2002-2004 წლებში იყო.

0.114029