ფეხბურთი

21:10 | 7.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

უოლკერი სკანდალში: "ჩემთან სექსი 3 საათი სურდა, ის ნამდვილი ფარისეველია"

„მანჩესტერ სიტის“ მცველი კაილი უოლკერი სექს სკანდალში გაეხვია, მას შემდეგ, რაც კარანტინი დარღვია და სახლში ორი გოგონა მიიწვია. ინფორმაცია ბრიტანულ მედიას მალევე მოედო და ინგლისელ ფეხბურთელს გუშინ ბოდიშის მოხდაც მოუწია.

ახლა კი, ამ ისტორიის ერთ-ერთმა გმირმა, 21 წლის სტუდენტმა ლუსი მაკნამარამ ღიად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, უოლკერი ფარისეველია, მასთან 3 საათი გაატარა და თავიდან არც იცოდა ვინ იყო.

„მე მანჩესტერის სააგენტოში ვმუშაობ. იმ საღამოს უფროსმა მესიჯი მომწერა, მეუბნებოდა, რომ მისი ერთ-ერთი საუკეთესო კლიენტი და მისი მეგობარი მაღალ კლასს ეძებდნენ. ასე, რომ 24 წლის ბრაზილიელ მეგობართან ერთად ტაქსით დაახლოებით 22:30 საათზე მივედით. თავიდან არ ვიცოდი ვინ იყო, მხოლოდ სახელი მითხრა, კაილი და ფოტოები გადავიღე. თუმცა, როდესაც მეგობართან ერთად მოსაწევად გავედი, მან გამაფრთხილა, რომ ფეხბურთელი იყო.

მან თითოეულს 2 700 გირვანქა სტერლინგი მოგვცა და ოთახში შეგვიყვანა, იქაურობა დაახლოებით დილის 2 საათზე დავტოვეთ, 3 საათი ჩემთან სექსი უნდოდა.

თავდაპირველად უცხო ადამიანებს სახლში სექსისთვის იწვევს და მეორე დღეს ატარებს გაკვეთილებს, ხალხს მოუწოდებს უსაფრთხოების შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ. ის ფარისეველია და ხალხს საფრთხის წინაშე აყენებს“, - თქვა ლუსიმ ბრიტანულ The Sun-თან საუბარში.

0.110387