ფეხბურთი

14:54 | 7.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: "ერთ ზაფხულს სიმაღლეში 18 სმ-ით გავიზარდე"

ინგლისური „ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა თავისი სიმაღლის შესახებ ისაუბრა. „წითლების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, თავის ძმაზე დაბალი იყო, მაგრამ ერთ ზაფხულში ერთბაშად 18 სმ-ით გაიზარდა.

„ახალგაზრდულ ასაკში ასეთი მაღალი არ ვიყავი. როდესაც 16 წლის ვიყავი, ჩემი ძმა უფრო მაღალი იყო, გადამწყვეტი გახლდათ ზაფხული, როცა 17 წლის გავხდი, მაშინ 18 სმ-ით გავიზარდე! მუხლი მაწუხებდა და 6 კვირის განმავლობაში ძალიან გამიჭირდა, ეს იყო სხვა სხეულში ცხოვრება.

გარდა ამისა, მოგვიანებით კუჭის ინფექცია მქონდა და 13 დღე ვიყვი საავადმყოფოში, საშინელება გახლდათ. ეს ყველაფერი 2012 წლის 1 აპრილს მოხდა, ვერაფერს ვახერხებდი, სეირნობასაც კი. პირველად როცა მოვახერხე საწოლიდან წამოდგომა, 10 მეტრი გავიარე და ისე დავიღალე, როგორც მოხუცი ადამიანი. ერთი თვის შემდეგ დავუბრუნდი ვარჯიშ, დაიწყო კუნთების გამოჯანმრთელების ეტაპი. ის სეზონი სრულად ჩავატარე და შემდეგ „სელტიკში“ გადავედი“, - განაცხადა ვან დეიკმა.

აქვე გეტყვით, რომ ნიდერლანდელის სიმაღლე 1.93 მეტრია. „ლივერპულამდე“ კი „საუთჰემპტონში“, „სელტიკსა“ და „გრონინგენში“ თამაშობდა.

0.148105