ფეხბურთი

11:53 | 7.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვას "მილანში" დაბრუნება შესაძლებელია

„პარი სენ ჟერმენის“ მცველი ტიაგო სილვა შესაძლოა „მილანში“ დაბრუნდეს. ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა პაულო ტონიეტომ ეს ვარიანტი არ გამორიცხა.

სილვას პარიზელებთან კონტრაქტი დამდეგ ზაფხულს ეწურება და მხარეების მის გახანგრძლივებაზე არ მუშაობენ.

„ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ უნდა დაველოდოთ რა მოხდება პანდემიის გამო. მას „მილანთან“ დიდი სიყვარული აკავშირებს, იქ მისი კარიერის წარმატებული წლები გაატრა. გულშემატკივრებისგანაც დიდ სითბოს გრძნობს“, - თქვა ტონიეტომ.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვა „მილანში“ 2009-2012 წლებში თამაშობდა და 119 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

0.110001