ფეხბურთი

22:24 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთადერთი მწვრთნელი, რომელსაც "ატლეტიკო", "რეალი" და "ბარსელონა" გაუწვრთნია, გარდაიცვალა

ცნობილი სერბი მწვრთნელი რადომირ ანტიჩი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მადრიდის „ატლეტიკოს“ ვებგვერდმა დაადასტურა. ანტიჩი ერთადერთი მწვრთნელია ისტორიაში, რომელსაც „ატლეტიკო“, „რეალი“ და „ბარსელონა“ გაუწვრთნია.

ყველაზე დიდ წარმატებას მან სწორედ „როხიბლანკოსთან“ ერთად მიაღწია, როდესაც 1995-1996 წლების სეზონში დუბლი შეასრულებინა, მოიგო რა, ესპანეთის ჩემპიონატი და თასი. მადრიდელთა სათავეში ანტიჩი 1995-1998, 1999 და 2000 წლებში მუშაობდა.

მანამდე, 1991-1992 წლებში „რეალის“ თავკაცი იყო, ხოლო 2003 წელს კატალონიის „ბარსელონა“ ჩაიბარა, როდესაც ლუის ვან გაალი შეცვალა. სხვადასხვა დროს სერბს „სარაგოსაში“, „ოვიედოში“, „სელტაში“, სერბეთის ნაკრებში, „შანდონ ლუნენსა“ და „ჰებეიში“ უმუშავია.

0.130291