ფეხბურთი

21:14 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სლუცკი: "დავითაშვილის შემთხვევაში მეშინია, კვარაცხელიაზე კი არ ვდარდობ"

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ საქართველოში დაბრუნებული ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. რუს სპეციალისტს ეშინია, რომ დავითაშვილი სამშობლოში წონაში მოიმატებს, რადგან ამის პრობლემები ადრეც ჰქონდა, ხოლო კვარაცხელიას შემთხვევაში ამ კუთხით მშვიდადაა.

„დავითაშვილის შემთხვევაში მეშინია, კვარაცხელიას შემთხვევაში - არა. პირველს უკეთესი მადა აქვს და ჭარბი წონისკენ მიდრეკილია, მას ჰქონდა წონის პრობლემები. გუნდში ჩემს შემდეგ ცხიმიანობის პროცენტულობით მეორე ადგილზეა. რაც შეეხება კვარაცხელიას, მას წონის პრობლემა არასდროს ჰქონია. ზურიკოს მივწერე, რომ მის წონას პირადად მკაცრად გავაკონტროლებ“, - თქვა სლუცკიმ.

გარდა ამისა, რუსმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარია მისი პოტენციალის სწორად გამოყენება ისწავლოს.

"ხვიჩა მართლაც ძალიან ნიჭიერია და ბევრი თვისება აქვს. საოცარი დრიბლინგი, ორივე ფეხით თამაში, თამაშის კარგი წაკითხვა, შესანიშნავი ანალიზი. თუმცა, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ბევრი აქვს სასწავლი, თუ შეძლებს თვისებების სწორად გამოყენებას კარგი იქნება. ხშირად არასწორ დრიბლინგებს აკეთებს და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. თვისებების კომპლექსი უზარმაზარია, მაგრამ მისი სრული რეალიზაცია ჯერჯერობით შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ ეს ასაკობრივი საკითხია. შევთანხმდეთ, რომ ძალიან ნიჭიერია“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115908