ფეხბურთი

19:32 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დედა დოლორს სალა კარიო კორონავირუსით გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა.

გვარდიოლას დედა 82 წლის იყო და ესპანეთის ქალაქ მანრესაში ცხოვრობდა, კორონავირუსს რამდენიმე დღე ებრძოდა, თუმცა სამწუხაროდ გამარჯვება ვერ მოახერხა.

„მანჩესტერ სიტის“ ოჯახი განადგურებულია იმ ინფორმაციით, რომ პეპ გვარდიოლას დედა დოლორს სალა კარიო კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ მანრესაში გარდაიცვალა. ის 82 წლის იყო. სამძიმარს ვუცხადებთ პეპ გვარდიოლას ამ რთულ მომენტში მის ოჯახსა და მეგობრებს“, - ნათქვამია ინგლისური გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.

0.114931