ფეხბურთი

19:00 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტონი პარკერი "ლიონის" პრეზიდენტობაზე: "უარს ვერ ვიტყვი"

ფრანგული კალათბურთის ლეგენდა ტონი პარკერი შესაძლოა სულ მალე ფეხბურთში ვიხილოთ. „სან ანტონიოს“ ყოფილი მოთამაშე „ლიონის“ მომავლ პრეზიდენტად მოიაზრება.

ტონი ამჟამად საკალათბურთო კლუბ „ასველშია“ დასაქმებული, რომელიც „ლიონთან“ მჭიდრო კავშირშია. ინფორმაციას არ უარყოფს „ლომების“ მოქმედი პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა.

„ნამდვილად ვგრძნობ, რომ მას აქვს ყველა შესაბამისი თვისება, პროფესიონალიზმი და ადამიანური თვისებები. ეს იდეა მაქვს და ტონისთან განვიხილავ. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა არცერთი მხირდან, ისევე, როგორც აქციონერების მიერ“, - თქვა ოლამ.

„ლიონის“ პრეზიდენტობა რომ მომხიბვლელი წინადადებაა, არც თავად ფრანგული კალათბურთის ლეგენდა მალავს.

„მართალია. თუ ერთ დღეს მკითხავთ ამის შესახებ, გიპასუხებთ, რომ წინადადების უარყოფა არ შემიძლია. ბედნიერი ვარ იმით, რასაც დღეს ვაკეთებ და მინდა განვითარება ჟან-მიშელთან ერთად განვაგრძო. ვნახოთ რამდენიმე წელიწადში რა მოხდება“, - თქვა პარკერმა.

0.14941