ფეხბურთი

17:59 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუშთუ საავადმყოფოდან გაწერეს

თურქეთის ნაკრების ყოფილი კარის დარაჯის, რუშთუ რეჩბერის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და საავადმყოფოდან გაწერეს.

ამის შესახებ რუშთუს მეუღლე, ისილ რეჩბერი ინსტაგრამიდან იტყობინება. 46 წლის თურქი მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

რუშთუს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და თავდაპირველად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115513