ფეხბურთი

16:57 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარკ ვიდუკა: "ზაგრებში კლიენტებისთვის კარგი ყავის მომზადებას ვცდილობ"

ახლო წარსულში ცნობილი ავსტრალიელი ფორვარდი მარკ ვიდუკა ამჟამად ზაგრებში ცხოვრობს (მისი ფესვები ხორვატულია) და მცირე ბიზნესი აქვს, პატარა ყავის კაფე აქვს, სადაც კლიენტებს თავად ემსახურება და ცდილობს, კარგი ყავა მოუმზადოს.

„კარგია რაღაც განსხვავებულის გაკეთება. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად კარგი ყავა მოვამზადო კლიენტებისთვის. რა თქმა უნდა, არ არის ისეთი ზეწოლა, როგორც ფეხბურთელობისას, მაგრამ კლიენტებისგან ეფექტი იგივე. მე ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი, თუმცა ახლა ერთადერთი ზეწოლა კლიენტებისთვის კარგი ყავის მომზადებაა.

მანჩესტერში ვიყავი, რომ „იუნაიტედთან“ ჩემი ტრანსფერი განმეხილა. თუმცა, კონტრაქტს ხელი არ მოვაწერე, რადგან „ლიდსი“ მიყვარდა.

ჩრდილში ყოფნა? მე ნამდვილად არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც გაზეთების პირველ გვერდებზე ხშირად ხვდებოდა, ინტერვიუს დროს თავს კომფორტულად არ ვგრძნობ, არ მჭირდება მუდმივად ინსტაგრამში ყოფნა და საერთოდ, სოციალური ქსელები არც კი მაქვს“, - განაცხადა ვიდუკამ.

შეგახსენებთ, რომ მარკ ვიდუკა „მელბურნის“, ზაგრების „დინამოს“, „სელტიკის“, „ლიდსის“, „მიდლსბროსა“ და „ნიუკასლის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109744