თამაშგარე

11:56 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

თვითიზოლაციაში მარია შარაპოვამაც მოიწყინა

ჩვენს პორტალზე რუბრიკა “თამაშგარე“-ს მოყვარულთ ალბათ გახსოვთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ რუსმა მეჩოგნე მარია შარაპოვამ სპორტულ კარიერას ერთხელ და სამუდამო დაანება თავი და ბედის ირონიითა თუ იღბლის მუხთლობით სწორედ მარიას ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო მსოფლიოში პანდემია და ათასი ოხრობა.

კედელზე ჩოგნების ჩამოკიდებისთანავე, მარია შარაპიოვა თვითიზოლაციაში გადავიდა და უკვე თვეზე მეტია საკუთარ სახლშია გამოწყვდეული. მარტოობის კაეშანი ნამეტნავად ცუდი რამაა და როგორც ჩანს (ანდა რა გასაკვირია...) მოწყენილობის მსახვრალმა ხელმა ვეტერან რუს მეჩოგნესაც დარია ხელი.

ალბათ სწორედ კაეშანია იმის მიზეზი, რომ მარიამ ერთ-ერთი სოციალური ქსელის საშუალებით მის ოდინდელ ქომაგებს და მოტრფიალეებს გამოხმაურებსკენ მოუწოდა და ისიც განაცხადა, რომ მზადაა ინტერნეტის საშუალებით პირდაპირი ჩართვები გააკეთოს. კარგია ეს მარიას თუ რამეში დაეხმარება. არადა, ცოტა ხნის წინ კარიერადასრულებული სპორტსმენები ახლა უნდა შლიდნენ ცხოვრების ფრთებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132886