ისტორია

9:46 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

6 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1964 - დაიბადა მაია აზარაშვილი. 200 მ დისტანციაზე ესტაფეტით რბენაში 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. ამავე ოლიმპიადაზე, უძლიერეს სპრინტერებთან ერთად, 200 მ-ზე რბენაში, ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, საბოლოოდ კი, მეშვიდე ადგილი დაიკავა (22.33). 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადაზე, 200 მ-ზე წინასწარ გარბენში 23.63 წამი აჩვენა (ჯგუფში მეექვსე ადგილი დაიკავა) და მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა. 200 მეტრზე რბენაში საბჭოთა კავშირისა და კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი გახდა (1986).


მნიშვნელოვანი ფაქტები

1893 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა, ენდი ბოუენისა და უეკ ბურკის 111-რაუნდიანი პაექრობა შვიდ საათსა და ცხრამეტ წუთს გაგრძელდა და მსაჯებმა გამარჯვებული ვერ დაასახელეს.

1896 - საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარე თანამედროვეობის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე, ამერიკელმა ჯეიმს კონოლიმ ოქროს პირველი მედალი მოიპოვა. მან უძლიერესის ტიტული სამმაგ ხტომაში დაიმსახურა. კონოლიმ სხვა დისციპლინებშიც მიიღო მონაწილეობა. სიმაღლეზე ხტომაში მას ვერცხლის მედალი ერგო, ხოლო სიგრძეზე ხტომაში ბრინჯაოს მედალი ხვდა წილად. 1904 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ჯეიმს კონოლი უკვე ჟურნალისტის ამპლუაში მოევლინა საზოგადოებას.

1900 - სუპერმძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჯეიმს ჯეფრისმა ჯეკ ფინეგანი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1987 - საშუალო წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის, შუგარ რეი ლეონარდსმა მარვინ ჰაგლერი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1991 - კოკაინის მოხმარებაში მხილებულ “ნაპოლის” არგენტინელ სუპერვარსკვლავ დიეგო მარადონას, იტალიის საფეხბურთო ლიგამ თხუთმეტთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

2005 - ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩებში, “მილანმა” “ინტერს” მოუგო (2:0), ხოლო “ჩელსიმ” “ბაიერნს” სძლია (4:2). ამ შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებმა “ლონდონელ არისტოკრატთა” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო დაადანაშაულეს. მათი ვერსიით, პორტუგალიელი სპეციალისტი დისკვალიფიკაციის მიუხედავად, მატჩს მაინც დაესწრო. ერთ-ერთ ფოტოსურათზე გამოსახული ქუდიანი მამაკაცი, მასმედიის წარმომადგენლებმა მოურინიოდ მიიჩნიეს.

2005 - კომპანია “რედ ბულმა” ზალცბურგის “აუსტრია” იყიდა.

2006 - ლევან კობიაშვილისშალკემ”, უეფა- თასის გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ორი მატჩის ჯამში, გელზენკირხენელებმა ბულგარულლევსკისსძლიეს და მეოთხედფინალიდან გააღწიეს.

2007 - ბელგრადში გამართულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, ზაზა კედელაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა და 2006 წელს მოპოვებული უძლიერესის ტიტული შეინარჩუნა 66 კგ წონით კატეგორიაში. ამავე ტურნირზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნესტორ ხერგიანმა (60 კგ).

2009 - სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე, ოქროს მედლები მოიპოვეს უშანგ კუზანაშვილმა და დავით სვიმონიშვილმა, ვერცხლისგელა სანიკიძემ, ბრინჯაოსიავთანდილ ცინცაძემ, მინდია ბოდაველმა და ვახტანგ ზოიძემ.

2010 - ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში, “ბარსელონამ” ლონდონის “არსენალს” 4:1 სძლია (პირველი მატჩი 2:2 დასრულდა). კატალონიელთაგან ოთხივე გოლი ლეო მესიმ გაიტანა. მანამდე, ამ ტურნირში ერთ შეხვედრაში ოთხი ბურთი მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს ჰქონდა გატანილი.

ამ დღეს დაიბადნენ

1932 - ვაჟა გვანცელაძე. თბილისის "დინამოს" კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ღირსების ორდენის კავალერი.

1934 - ანტონიუს გეეზინკი (ჰოლანდია). პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ძიუდოისტი. მსოფლიოს ჩემპიონი პირველად 1961 წელს გახდა. პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული 1965 წელსაც მოიპოვა. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე, ძიუდო პირველად შეიტანეს თამაშების პროგრამაში. მძიმე წონით კატეგორიაში, გეეზინკმა ფინალში, იაპონელი გულშემატკივრების თვალწინ, მასპინძელი ათლეტი, აკიო კამინაგა დაამარცხა და პირველი არაიაპონელი ჩემპიონი გახდა ძიუდოში.

1935 - ლუის დელ სოლი. 1960-იან წლებში ესპანეთის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე. ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ბეტისში”, “რეალში”, “იუვენტუსსა” და “რომაში”. ესპანეთისა (ორჯერ) და იტალიის ჩემპიონი, მოპოვებული აქვს ამ ქვეყნების თასები. “რეალის” შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა თასი და საკონტინენტთაშორისო თასი. იტალიის სერია A-ში ჩაატარა 278 მატჩი, გაიტანა 24 გოლი.

1939 - კორ ველდხუნი. ჰოლანდიის ნაკრებისა და როტერდამის “ფეიენოორდის” მცველი. 1970 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ჰოლანდიის ოთხგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი.

1947 - ოსვალდო პიაცა. 1973-79 წლებში გამოდიოდა ფრანგულ “სენტ-ეტიენში”. საფრანგეთის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1976). საფრანგეთის პირველ დივიზიონში ჩაატარა 244 მატჩი, გაიტანა 16 გოლი.

1959 - პიეტრო ვიერხოვოდი. იტალიის ნაკრების, “კომოს”, “ფიორენტინას”, “რომას”, “სამპდორიას”, “იუვენტუსის”, “მილანის”, “პიაჩენცას” მცველი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. იტალიის ნაკრების ორმოცდახუთ მატჩში გაიტანა 2 გოლი. 1996 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა (“იუვენტუსის” შემადგენლობაში), 1990 წელს კი თასების თასი (“სამპდორია”). 1983 და 1991 წლებში გახდა იტალიის ჩემპიონი (ორივეჯერ “სამპდორიასთან” ერთად), 1985, 1988, 1989 და 1994 წლებში კი ქვეყნის თასს დაეუფლა. სერია A-ში ჩაატარა 562 მატჩი, გაიტანა 38 გოლი.

1964 - მაია აზარაშვილი. 200 დისტანციაზე ესტაფეტით რბენაში 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. ამავე ოლიმპიადაზე, უძლიერეს სპრინტერებთან ერთად, 200 -ზე რბენაში, ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, საბოლოოდ კი, მეშვიდე ადგილი დაიკავა (22.33). 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადაზე, 200 -ზე წინასწარ გარბენში 23.63 წამი აჩვენა (ჯგუფში მეექვსე ადგილი დაიკავა) და მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა. 200 მეტრზე რბენაში საბჭოთა კავშირისა და კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი გახდა (1986).

1964 - რენე იეკელკამპი. “გოუ ეჰედ იგლზის,” პსვ-სა და ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი.

1965 - რიკა რაინიში (ყოფილი გდრ). 100 და 200 მეტრის დისტანციაზე გულაღმა ცურვაში მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1965 - ამედეო კარბონი. იტალიის ნაკრების, “პარმას”, “სამპდორიას”, “რომას”, “ვალენსიას” მცველი. ესპანეთის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. “სამპდორიას” რიგებში გამოსვლისას, 1990 წელს მოიპოვა უეფას თასი, “ვალენსიაში” ყოფნისას კი უეფას თასი და ევროპის სუპერთასი (2004). იტალიისა და ესპანეთის უპირველეს საფეხბურთო ლიგებში ჩაატარა 584 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. კარიერის დასკვნითი და მნიშვნელოვანი მონაკვეთი “ვალენსიაში” გაატარა. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი. ბოლო მატჩის ჩატარების დღეს, კარბონი 40 წლის, 6 თვისა და 17 დღის ასაკის იყო. კარბონი ასევე ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია, რომელთაც ევროთასის ფინალში იასპარეზეს. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 18 მატჩი.

1967 - ვეინამინ ტაინოვიჩი. ას მეტრზე ესტაფეტით რბენაში, 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1991 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1978 - ფაბიანო (ფაბიანო პერეირა და კოშტა). თამაშობდა “სან პაულუში”. ამჟამად, ესპანური “ალბასეტეს” ფეხბურთელია.

1979 - მიგელ ანხელ ნუნიესი. “ლას პალმასისა” და “ნუმანსიას” ფეხბურთელი.

0.117636