ფეხბურთი

1:34 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ვარჯიშს იწყებს, თუმცა რეგულაციების დაცვა მოუწევს

მიუნხენის „ბაიერნი“ ორშაბათს, 6 აპრილს საწვრთნელ პროცესს განაახლებს, წერს ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe.

თუმცა, ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდს რამდენიმე რეგულაციის დაცვა მოუწევს. მიუნხენელი ხუთ ჯგუფად დაიყოფიან, სადაც კიდევ ოთხი სხვადასხვა კომპონენტის დაცვით ივარიშებენ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი, შხაპის მიღებას ბაზის ნაცვლად, მხოლოდ სახლებში მოახერხებენ. აქვე გეტყვით, რომ ორი დღის წინ კარლ-ჰაინც რუმენიგემ გერმანული გუნდების სურვილზე ისაუბრა, რომლის მიხედვით ყველა თანხმდება, რომ სეზონი უნდა დასრულდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114434