ფეხბურთი

0:49 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეიმსის" ექიმმა კორონავირუსით დაინფიცირების გამო თავი მოიკლა

ფრანგული „რეიმსის“ ექიმმა ბერნარ გონსალესმა თავი მოიკლა, ამის მიზეზი კი კორონავირუსი გახდა. ინფორმაცია გუნდის პრეზიდენტმა ჟან-პიერ კაილომ დაადასტურა.

„სიტყვებს ვერ ვპოულობ, გაკვირვებული ვარ ამ ინფორმაციით. ამ პანდემიამ „რეიმსის“ გულზე გავლენა მოახდინა, წაგვართვა სპორტის შესანიშნავი პროფსიონალი. ის თავის მისიას კლუბში 20 წელი უდიდესი პროფესიონალიზმით ახორციელებდა, ძნელ პერიოდებში ექიმი გონსალესი ნებაყოფლობით მუშაობდა, ვნებით იყო თავისი საქმისადმი განწყობილი. ჩემი პირადი ექიმიც გახლდათ და ახლა ჩემი ფიქრები მის ოჯახს უკავშირდება“, - თქვა პრეზიდენტმა.

„ჩემი ფიქრები უკავშირდება მის მშობლებს, მეუღლეს და მთელ ოჯახს. წერილის შინაარსი არ ვიცი. საოცარი ადამიანი იყო, შესანიშნაცი პროფესიონალი და დატვირთული ადამიანი. მას გასულ კვირას ვესაუბრე და ამის შესახებ არაფერი უთქვამს. გაუგებარი დრამაა, საშინელი შოკი“, - განაცხადა ქალაქ რეიმსის მერმა არნო რობინემ.

60 წლის ბერნარ გონსალესმა სუიციდი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კორონავისურზე დადებითი პასუხის აღმოჩნდა, ისევე, როგორც მისი მეუღლე. თავის მოკვლამდე ფრანგმა მედიკოსმა წერილიც დატოვა. თვითმკვლელობის მომენტში გონსალესი თვითიზოლაციაში მეუღლესთან ერთად საკუთარ სახლში იმყოფებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146716