ფეხბურთი

15:08 | 5.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს "რეალში" დაბრუნება უნდა

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა მადრიდის „რეალში“ დაბრუნდეს. ამის შესახებ ხმები ჯერ კიდევ 1 მარტის შემდეგ დაირხა, როდესაც პორტუგალიელი მადრიდში „ელ კლასიკოს“ დაესწრო.

თუმცა, ახლა უფრო მეტი საუბარია. როგორც ამბობენ, კორონავირუსის ფონზე შექმნილ ეკონომიკურ კრიზისში იტალიელები მართლაც დაფიქრდებიან გუნდის ლიდერთან შელევაზეა, რადგან რონალდუს ძალიან მაღალი ხელფასი აქვს. აქედან გამომდინარე შესაძლოა მოლაპარაკებები დაიწყოს, მაგრამ ნიშანდობლივია ისიც, რომ „იუვენტუსი“ კრიშტიანუს 70 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის. რონალდუს ტურინელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

Corriere Dello Sport-ის წერს, რომ მადრიდი ლუზიტანელს მართლაც ენატრება, მაგრამ ახლა მის წინაშე მთავარი გამოწვევა დგას - ჩემპიონთა ლიგისა და „ოქროს ბურთის“ მოგება „იუვენტუსის“ შემადგენლობაში.

ჯერჯერობით კი, რონალდუს „რეალში“ დაბრუნება მხოლოდ საგაზეთო წერილების დონეზეა, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება. აქვე შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელს „იუვენტუსში“ 2018 წლიდან დღემდე 75 მატჩში 53 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114484