ფეხბურთი

14:35 | 5.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კევინ ტრაპი: "ხალხს მაგალითი უნდა მივცეთ და მოედანზე დავბრუნდეთ"

ფრანკფურტის „აინტრახტის“ მეკარე კევინ ტრაპი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელებმა ადამიანებს მაგალითი უნდა მისცენ და ფეხბურთის თამაში დაიწყონ.

„უფრო სამწუხარო იქნება თუ ბუნდესლიგა ჩაიშლება, ვიდრე უმაყურებლოდ თამაში. არმგონია, რომ გულშემატკივრების გარეშე უფრო მოშვებულები ვიქნებით, ჩვენ პროფესიონალები ვართ. განსაკუთრებით ფრანკფურტში ქომაგებს დიდი გავლენა აქვთ, მაგრამ უმჯობესია ვითამაშოთ. საბედნიეროდ ჩვენ პრივილეგირებულები ვართ. ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითოები და მოედანზე უნდა დავბრუნდეთ“, - განაცხადა ტრაპმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ კარლ-ჰაინც რუმენიგემაც თქვა, რომ გერმანული გუნდების შეთანხმების საფუძველზე სეზონს აუცილებლად დაასრულებენ.

0.114289