ფეხბურთი

12:34 | 5.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაისედო ეკვადორის ხელისუფლებას: "ხალხი ქუჩაში კვდება, ახლავე მიიღეთ სერიოზული ზომები!"

რომის „ლაციოს“ თავდამსხმელი ფელიპე კაისედო ეკვადორის ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადმისკენ მოუწოდებს. სამხრეთ ამერიკელი აღშფოთებულია, რომ მის მშობლიურ და ამავდროულად ეკვადორის ყველაზე მეტად დასახლებულ ქალაქ გუაიაკილში ადამიანები კორონავირუსით ქუჩაში იხოცებიან.

„რას ელოდებით ადამიანების კარანტინში გადასაყვანად. ხალხი ქუჩაში კვდება, ვირუსის შესაჩერებლად თქვენ უნდა მიიღოთ სერიოზული ზომები და ახლავე იმოქმედოთ. ვთხოვ ეკვადორის ხელისუფლებას, რომ იმოქმედონ საგანგებო პირობებში“, - დაწერა კაისედომ ტვიტერში.

ეკვადორში ამ დროისთვის კორონავირუსის 3 465 შემთხვევა დაფიქსირდა და 172 ადამიანი გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135672