ფეხბურთი

1:43 | 5.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთის ნაკრების ფეხბურთელი კარანტინის დარღვევისთვის დააპატიმრეს

სერბეთის ნაკრების ადა „ალ-იტიჰადის“ ფეხბურთელი ალექსანდრ პრიოვიჩი დააპატიმრეს. ამის მიზეზი კი, ბელგრადში დაწესებული მკაცრი კარანტინის დარღვევაა.

პრიოვიჩი კომენდანტის საათის დროს სახლის ნაცვლად რესტორანში იმყოფებოდა და პოლიციამ პროკურატორაში წაიყვანა.

„პრიოვიჩი და კიდევ სხვა ადამიანები დავაპატიმრეთ. მათ დაარღვიეს კომენდანტის საათი, რომელიც 17:00 საათიდანაა დაწესებული. ისინი იყვნენ რესტორანში, მთლიანობაში ხუთი ადამიანი. სასტუმროსაც ეკისრება პასუხისმგებლობა, რადგან მიღებული ზომები კრძალავს მის ფუნქციონირებას“, - თქვა RTS-სთან საუბარში პოლიციის წარმომადგენელმა ვლადიმირ რებიჩმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117082