სხვა

23:50 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვალენტინო როსიმ კორონავირუსისგან განკურნებულ 102 წლის ქალბატონს სიურპრიზი გაუკეთა

ცნობილმა იტალიელმა მოტომბროლელმა ვალენტინო როსიმ კორონავირუსისგან განკურნებულ 102 წლის ქალბატონს სიურპრიზი გაუკეთა.

მოტოგრანპრის შვიდგზის ჩემპიონმა ქალბატონ იტალიკა გრონდონას, ახლობლებისთვის ლინას დაურეკა და გაესაუბრა. როსი ლინას დაპირდა, რომ როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება და ყველაფერი ჩაივლის, მას პირადადაც შეხვდება. ეს იყო ლამაზი ჟესტი, რომლის ინიციატორი როსის შეყვარებული, ფრანჩესკა სოფია ნოველო იყო.

აქვე გეტყვით, რომ ლინა გრონდონა კორონავირუსის წინააღმდეგ გენუის საავადმყოფოში, სან მარტინოში იბრძოდა და საბოლოოდ გამარჯვებული გამოვიდა.

0.142713