ფეხბურთი

20:42 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სოლიდარობის სახლი" - იტალიის ნაკრების ბაზა პაციენტების მისაღებად მზადაა

იტალიის ნაკრების საფეხბურთო ბაზა, „კოვერჩანო“ „სოლიდარობის სახლად“ გადაკეთდა. ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ფლორენციაში მდებარე ტექნიკური ბაზა უკვე მზადაა პაციენტები მიიღოს.

საფეხბურთო სტადიონებისა და ბაზების საავადმყოფოებად გადაკეთება უკვე ხშირი შემთხვევაა და არაერთი სტადიონი გადააკეთეს კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანებისთვის.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ამ დროისთვის COVID-19-ის 119 827 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 14 681 ადამიანი გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112039