ფეხბურთი

15:34 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიური მედია: "მომდევნო სეზონი ჩაკვეტაძისთვის გამოცდა იქნება"

გიორგი ჩაკვეტაძისთვის 2020-2021 წლების სეზონი გამოცდა იქნება - ასე მიიჩნევს გამოცემა Voetbalprimeur-ი. ბელგიურმა ვებგვერდმა „გენტის“ განვლილი სეზონი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც გააკეთა ვარაუდი.

Voetbalprimeur-ის წერილში ნათქვამია, რომ ჩაკვეტაძე "გენტში" ჯონათან დავიდის მემკვიდრე უნდა იყოს, რომელიც ზაფხულში ბელგიურ გუნდს დატოვებს:

„გიორგი ჩაკვეტაძეს ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელად ვიცნობთ. შემტევი ნახევარმცველის ტალანტი აშკარაა, მაგრამ სერიოზული ტრავმის შემდეგ, „ჩაკს“ დიდი დრო დასჭირდა დასაბრუნებლად. მიუხედავად ნიჭისა, მომდევნო სეზონი მისთვის გამოცდა იქნება. რეალურად, „გენტს“ ჯონათან დავიდის მემკვიდრე უკვე გუნდში ჰყავს?“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძეს „გენტთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ ჩვენებური მოედნას დეკემბერში დაუბრუნდა და 2019-2020 წლების სეზონის 9 მატჩში გოლი არ გაუტანა, თუმცა ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131913