პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი შეისწავლის, თუ რა გავლენას იქონიებს ასპარეზობებზე 2021 წლამდე გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები. ამასთან, საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, პეკინი-2022 უფრო აძლიერებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) თანამშრომლობას.
„გვჯერა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები და პეკინის ზამთრის თამაშები წარმატებული იქნება," - ნათქვამია პეკინი-2022-ის განცხადებაში.
კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 2022 წლის 4-20 თებერვალს.
geonoc.org.ge