ავტოსპორტი

4:54 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფ1-ის პილოტების ხელფასები 2020 წლის სეზონში

კორონავირუსმა ფორმულა 1-ის სეზონის დაწყება გადადო, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მრბოლები უქმობენ, მაგრამ ხელფასის გარეშე მაინც არ არიან. გასული სეზონის შემდეგ, გუნდებს შემადგენლობა თითქმის არ შეუცვლიათ, თუმცა ორმა ამომავალმა ვარსკვლავმა - მაქს ფერსტაპენმა და შარლ ლეკლერმა, შესაბამისად, „რედ ბულთან“ და „ფერარისთან“ კონტრაქტები განაახლეს.

სხვათა შორის, ახალი კონტრაქტისთვის მოლაპარაკება უნდა დაეწყოთ ლუის ჰამილტონს და „მერსედესს“, მაგრამ პანდემიის დროს მათ ეს საქმე გადადეს. არადა, პრესაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ სამქიმიანები ჩემპიონისთვის „ზღაპრული“ ხელფასის შეთავაზებას აპირებდნენ.

როგორც წესი, პილოტების ხელფასები მკაცრადაა გასაიდუმლოებული. მათი კონტრაქტები FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) კონტრაქტების აღიარების საბჭოს ჟენევის ოფისში ინახება და მხოლოდ ექვსი იურისტისთვის არის ხელმისაწვდომი. ისინი იმ სადავო საქმეებისთვის არიან დაქირავებულები, რომლებიც პერიოდულად წარმოიქმნება ხოლმე.

მაგრამ გუნდების ხელმძღვანელებთან, თავად პილოტებთან და მათ მენეჯერებთან პრივატული საუბრებისას, ჟურნალისტები ცალკეული კონტრაქტების მიახლოებით მოცულობებს ადგენენ. სხვათა შორის, პილოტთა მენეჯერების საქმიანობის ნაწილი ისიცაა, რომ მეტოქეთა ხელფასებზე მეტნაკლები ინფორმაცია ჰქონდეთ. პარალელურად, ჟურნალისტთა ნაწილი სწორედ ამ თემაზეა პროფილირებული.

ინტერნეტ გამოცემა „რეისფანს-მა“, მის ხელთ არსებული ინფორმაცია შეაჯამა და მრბოლთა სავარაუდო ხელფასები გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენს მკითხველსაც გავაცნობთ:

მერსედესი ლუის ჰამილტონი $40 მილიონი

მერსედესი ვალტერი ბოტასი $8 მილიონი

ფერარი სებასტიან ფეტელი $30 მილიონი

ფერარი შარლ ლეკლერი $10 მილიონი

რედ ბული მაქს ფერსტაპენი $25 მილიონი

რედ ბული ალექსანდერ ალბონი $2.5 მილიონი

მაკლარენი კარლოს საინსი $8 მილიონი

მაკლარენი ლანდო ნორისი $2 მილიონი

რენო ესტებან ოკონი $5 მილიონი

რენო დანიელ რიკარდო $20 მილიონი

ალფა ტაური დანილ კვიატი $2 მილიონი

ალფა ტაური პიერ გასლი $2 მილიონი

რეისინგ პოინტი სერხიო პერესი $8 მილიონი

რეისინგ პოინტი ლანს სტროლი $3 მილიონი

ალფა რომეო კიმი რაიკონენი $5 მილიონი

ალფა რომეო ანტონიო ჯოვინაცი $1 მილიონი

ჰაასი რომენ გროჟანი $7 მილიონი

ჰაასი კევინ მაგნუსენი $5 მილიონი

უილიამსი ნიკოლას ლატიფი $1 მილიონი

უილიამსი ჯორჯ რაელი $1 მილიონი

შენიშვნა: ყველა ხელფასი ბაზისურია და მასში არაა შესული ინდივიდუალური ბონუსები.

0.126206