ფეხბურთი

1:44 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კუბას" დიდსულოვანი საქციელი: პოლონელმა "ვისლა" გაკოტრებისგან იხსნა

ვეტერანმა პოლონელმა ფეხბურთელმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ კრაკოვის „ვისლა“ გაკოტრებას გადაარჩინა და მისი მფლობელი უახლოეს დღეებში გახდება. ამის შესახებ პოლონური ტელევიზია TVP იტყობინება.

ბლაშჩიკოვსკი „ვისლაში“ 2019 წლის იანვარში „ვოლფსბურგიდან“ დაბრუნდა და მიზანი თავიდანვე ნათელი იყო - გუნდის გადარჩენა.

ის გახდა გუნდის ლიდერი და კაპიტანი, გარდა ამისა, საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა კლუბის ვალები და ფეხბურთელები. 31 მარტს კი ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლის მიხედვით „კუბა“ „ვისლას“ მფლობელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება.

მასთან ერთად იქნებიან ტომაშ იაზდზინსკი და იაროსლავ კლორევსკი, მაგრამ „ვისლასთან“ ბლაშჩიკოვსკის სახელი სამუდამოდ ასოცირდება.

აქვე ვთქვათ, რომ პოლონელი კრაკოველთა ღირსებას 2005-2007 წლებში იცავდა, შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგაში წარმატებული კარიერა ჰქონდა და მშობლიურ გუნდს მხსნელად ყველაზე საჭირო მომენტში მოევლინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12003